14:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 19:39:20, 1742 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობა ნარჩემაშვილი: ისეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც მის როლს არ დააკნინებს

„საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში ისეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც მის როლს და მნიშვნელობას ინსტიტუციურად არ დააკნინებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე არ უმსჯელიათ.

მისივე განმარტებით, საუბარი ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობაზე იყო, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს.

„კონკრეტულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ იყო. საუბარი იყო ზოგადად ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობაზე, როგორიც შესაძლებელია არსებობდეს საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს აქცენტი აღებული. როგორი რესპუბლიკაც გაგვაჩნია, ასეთ პირობებში რა ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტზე უნდა გვქონდეს საუბარი, რომ ისეთი იყოს, რომელიც სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას და ურთიერთთანამშრომლობას ხელს შეუწყობს ხელს“, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

„საუბარი არ შეეხებოდა კონკრეტულ უფლებამოსილებებს. საუბარი იყო ზოგადად ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობაზე, როგორიც შესაძლებელია არსებობდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს აქცენტი აღებული. ეს უნდა იყოს ისეთი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას და ურთიერთ თანამშრომლობას“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics