05:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 19:16:04, 1645 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს

 „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცას არ მიესალმება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს.

როგორც შავგულიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტული გადაწყვეტილებები დღევანდელ სხდომაზე არ მიუღიათ.

„დღეს იყო მსჯელობა პრეზიდენტის კომპეტენციისა და უფლებამოსილების შესახებ. ტენდენცია არის ისეთი, რომ შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილება, რაც არ არის მისასალმებელი. ამას ალბათ ლოგიკურად მოჰყვება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა, რადგან მცირე უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა, არ გახდება მიზანშეწონილი და ეს ყველაფერი მიმართულია იმ ძალიან ცუდი ტენდენციისკენ, რასაც ადგას „ქართული ოცნება“. ეს არის ხელისუფლების სრული უზურპაცია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს. მისი გაკონტროლების მიზანს ემსახურება სამწუხაროდ მთლიანად ამ კომისიის შექმნა და საქმიანობა. ვინაიდან თუ პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა შეიცვლება პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ, ფაქტიურად მისი დანიშნვით, ასეთი პრეზიდენტი რა თქმა უნდა მართვადი იქნება ამ პოლიტიკური ძალის მიერ“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის მომხრეა.

„უმრავლესობა, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები და ის წევრები, რომლებიც ეთანხმებიან მათ პოზიციებს იხრებიან იქითკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირდეს. ეს ეხება მოსამართლეთა დასახელების ნომინირებას, სხვადასხვა ინსტიტუტში პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დანიშნვასა და დასახელებას. ანუ პრეზიდენტის ჩართულობას სხვადასხვა ინსტიტუტების ფუნქციონირებაში, დაკომპლექტებაში, რომ შეიზღუდოს და შემცირდეს“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics