|
2017-01-28 13:44:58, 1742 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბიბილაშვილი: ივანიშვილს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები მძევლებად აღარ სჭირდება და გაათავისუფლა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის მძევლები იყვნენ, რომლებიც მან პოლიტიკურ იარაღად გამოიყენა“. „ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ისინი გამოიყენეს დღეს უკვე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. როგორც ჩანს ივანიშვილს ისინი მძევლებად აღარ ჭირდება და გაათავისუფლა. თუმცა პრობლემა - რომ საქართველოსი პოლიტიკური პატიმრები რჩებიან, ისევ პრობლემაა. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში არცერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩეს“ - განაცხადა ბიბილაშვილმა. ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)