05:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 11:47:50, 1721 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგი კაპანაძე: პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომლებიც ახლა გააჩნია

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა დარჩეს ის უფლებამოსილებები, რომლებიც ახლა გააჩნია.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებულ ვითარებას აბალანსებს იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს არაფორმალური მმართველი ჰყავს“.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი გზით უნდა ჩატარდეს. დღეს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს და არაფორმალური მმართველობაა. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და შემცირება მარტო ამ ადამიანს აწყობს, ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ შენარჩუნდეს არჩევითობა. ეს ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც აბალანსებს დღევანდელ ვითარებას და არაფორმალურ მმართველობას“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემაა.

ჟურნალისტის კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნების როგორ სისტემას უჭერს მხარს „ევროპული საქართველო“,  კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მისაღები პროპორციული სისტემაა.

„დღეს არსებული სისტემა ქართველი ერის ნებას არ ასახავს“, - აღნიშნა კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics