|
2017-01-27 15:37:16, 1798 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეთ
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე არჩევნებზე პროცენტულად ხმები მიიღო. დეპუტატის შეფასებით, ქვეყანა უფრო სამართლიან საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს. "არსებულ სისტემაში სწორედ მაჟორიტარულმა კომპონენტმა უზრუნველყო ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამის მანდატი მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია. დღევანდელი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე ხმები მიიღო პროცენტულად არჩევნებზე. ეს უნდა შეიცვალოს და უფრო სამართლიან სისტემაზე უნდა გადავიდეთ, როდესაც რამდენ პროცენტსაც მიირებს პარტია, იმდენი პროცენტი ექნება ადგილებისა ექნება პარლამენტში", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. კითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას, ჭიაბერაშვილმა ასე უპასუხა: "ჩვენ ვლაპარაკობთ სამხარეო პროპორციულ სისტემაზე. როდესაც მხარეებში დგება პროპორციული სიები პარტიების მიერ, ბუნებრივია შენარჩუნდება საერთო ეროვნული ბარიერი. ამაზე წინადადება არ წარგვიდგენია. მოვისმენთ სხვა წინადადებებსაც და მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)