|
2017-01-27 15:21:34, 1612 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე: აუცილებელია, რომ კონსტიტუციაში შესწორებები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში შესწორებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს. როგორც ძაბირაძემ განმარტა, ასეთ შემთხვევაში კომისია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ზეგავლენისგან გათავისუფლდება. „ვფიქრობ, აუცილებელია და კარგი იქნება თუ გადავწყვეტთ, რომ კონსტიტუციაში შესწორებები ამოქმედდეს 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ. ეს საშუალებას მოგვცემს კომისია გავათავისუფლოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ზეგავლენისგან. სამჯერ მოხდა ფუნდამენტური შესწორებების შეცვლა კონსტიტუციაში და სამივე შემთხვევაში მნიშნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია იმან, რომ კონსტიტუციაში შესული შესწორებები დატვირთული იყო იმ პოლიტიკური მოვლენებით, რაც იმ წუთში ქვეყანაში ვითარდებოდა. მგონია, რომ სანამ პარლამენტს გადაეცემა ნედლი ვარიანტი, რომელსაც კომისია შეიმუშავებს, იქნებ კომისიამ თვითონ მოაწყოს მისი განხილვა საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც დარჩა უკმაყოფილი, რომ კომისიის წევრი არ არის და ა.შ. შემდეგ შეიკრიბოს კომისია, თუ იქიდან რამე წინადადება იქნება, მიღებული წინადადებები გადაამუშაოს და ამის შემდეგ წავიდეს პარლამენტში. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საქართველოში კონსტიტუციის შემუშავების პროცესი, იმიტომ რომ 25 წელია ეს პროცესი მიდის და დამთავრდება თუ არა კაციშვილმა არ იცის“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)