2017-01-26 12:05:26, 2563 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი თაბუაშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის საგადასახადო ნაწილში
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის საგადასახადო ნაწილში.
ამის შესახებ თაბუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ხაზინის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტს 515 მილიონით დააკლდა დღგ-ს შემოსავალი.
„დააკლდა არ არის სწორი, შეიძლება წინა წელთან შედარებით არის განსხვავება. ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის საგადასახადო ნაწილში“,-განმარტა გიორგი თაბუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან