09:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 15:38:47, 1476 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: ვინც სიტყვა „მოღალატეს“ იხმარს, ის საკადრის პასუხს მიიღებს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა „მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია, ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესი ასეთია. 

ირაკლი სესიაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უმცირესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვს.

„რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, მათ შორის, გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინებაა. ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესი ასეთია და ასე უცხოვრიათ. მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა მოღალატეს იხმარს, ის საკადრის პასუხს მიიღებს. 

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადაცემოდა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე 15 იანვარს დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს სოჭში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics