|
2017-01-25 15:04:39, 1588 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ირაკლი შოთაძე მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ კოლეგასთან, იმედი გვაქვს, ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2 დღეა, რაც მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უკრაინელ კოლეგასთან, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კონტაქტი აქვს. პრემიერი იმედოვნებს, რომ გიორგი ცერცვაძე რუსულ მხარეს არ გადაეცემა. "რაც შეეხება ცერცვაძის საქმეს, გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყანას. მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. 2 დღეა ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან და დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე რომ, ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)