|
2017-01-24 12:45:27, 1654 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენის განცხადებით, გიორგი ცერცვაძე მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ უნდა გადაეცეს
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გიორგი ცერცვაძე, მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ გადაეცეს. ნანუაშვილის თქმით, ოფიციალური თბილისი ვალდებულია, საკუთარი მოქალაქის უფლებები დაიცვას. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, თუ უკრაინაში ცერცვაძის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება, ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა იმსჯელოს. სახალხო დამცველის განმარტებით, უკრაინაში დაკავებულ ქართველ სამხედროზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება და სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდება. შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს. მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)