|
2017-01-23 16:52:45, 1939 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არ დარჩება. ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ამასთან, ნიკა მელია მიზეზებზე არ საუბრობს. "ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ არ დარჩეს “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამაზე მეტს ვერ გეტყვით. მას შემდეგ, რაც გაიმართება სტრასბურგში სასამართლო პროცესი, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი, ამის შემდეგ მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. ამ ეტაპზე, იგი თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან", - აღნიშნა მელიამ. რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მელიას ინფორმაციით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)