07:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:34:51, 1559 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თუ დამარწმუნებენ, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანონი კონსტიტუციას არღვევს, მოვაწერ ხელს მის არაკონსტიტუციურობას

 საკონსტუტუციო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის მანანა კობახიძის განცხადებით, თუ მოსარჩელე დაარწმუნებს იმაში, რომ  კანონი, რომელსაც  თავის დროზე მხარი დაუჭირა,  არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, პირველი მოაწერს ხელს ასეთი კანონის არაკონსტიტუციურობას.

"თუ მოსარჩელე დამარწმუნებს იმაში და იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ფაქტები, არგუმენტები, რომ ის კანონი, რომელსაც მე თავის დროზე მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, და არის არაკონსტიტუციური, რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მოვაწერ ასეთი აკნონის არაკონსტიტუციურობას ხელს. მე იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, საიდანაც მოვედი პოლიტიკაში, პოლიტიკაში მოვედი იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი უფლება ირღვეოდა ამ ქვეყანაში, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. ვფირობ, იმაზე დიდი პატივი, პასუხისმგებლობა, არაფერია მოგეცეს იურისტს შესაძლებლობა, ემსახურო კონსტიტუციის უზენაესობას ქვეყანაში და იყო კონსტიტუციის მცველი, თუ მოდარაჯე. თუ ეს შესაძლებლობა მე მომეცა, ბუნებრივია მე მაქსიმალური პრინციპულობით სწორედ მიუკერძოებლობით და დამოუკიდებლობით, ყველაზე მაღალი ტესტი განვახორციელო.

ეს არის ჩემთვის გამოწვევა, ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში მე მივიღე, რომ პოლიტიკა დავტოვო და წავიდე სამართლის სფეროში, და რა თქმა უნდა მადლობა გუნდს იმისთვის, რომ მათ ნდობა გამომიცხადეს, მე არა როგორც პარტიის წევრს, არამედ როგორც იურისტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა მიბდა ვუთხრა,",-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მოსამართლედ არჩევისას მხარდაჭერის იმედი აქვს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics