11:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 12:42:03, 1631 ნახვა

კომენტარი
მენაბდე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მმართველი უმრავლესობა ვერ შეძლებს, არაეფექტურობა ოპოზიციას მიაწეროს

კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მმართველი უმრავლესობა არგუმენტების მოყვანას და არაეფექტურობის ოპოზიციაზე მიწერას ვერ შეძლებს.

როგორც მენაბდემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ახალი საკონსტიტუციო კომისია უფრო ეფექტურად იმუშავებს.

”დღეს ჩვენ არსებითად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მმართველი უმრავლესობა ვერ შეძლებს არგუმენტები მოიყვანოს და არაეფექტურობა ოპოზიციას მიაწეროს, ამდენად, ვფიქრობ, იმ განსხვავებული ვითარების გათვალისწინებით მაღალი შანსია, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ეფექტურად იმუშაოს”, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე ინფორმაციით, ინიციატივები, შეეხება სახალხო დამცველის ინსტიტუტის კონსტიტუციურად გაძლიერებას, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდას.

”ჩემი ინიციატივები შეეხება სახალხო დამცველის შესახებ კანონში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანას იმდაგვარად, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის გარანტიები გაიზარდოს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, მისი არჩევისთვის უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ მის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, აქ ვფიქრობთ, დავაყენებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაზრდა, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებებზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, რათა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაზე. ასევე ვიმსჯელებთ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის შესახებ, რაც გაზრდის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიებს”, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.

ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics