2015-03-27 16:50:22, 603 ნახვა
ეკონომიკა
ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2242 ლარი იქნება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ, 1 დოლარის ღირებულება 2.2242 ლარი იქნება. დღეს კი, მისი შეძენა 2.2229 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, ლარი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ხვალ, 1 ევროს ღირებულება 2.4077 ლარი იქნება, დღეს კი ერთი ევრო 2.4472 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან