2017-01-09 11:17:56, 1424 ნახვა
კომენტარი
იან კელი: თავისუფალი მედიის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ტელევიზიაა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თავისუფალი მედიის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია.
„გარდა ამისა მედიის თავისუფლება დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების დემოკრატიულ ჩამოყალიბებაზე. ყველა მნიშვნელოვანი ხმა უნდა გაჟღერდეს. მიმაჩნია, რომ თავისუფალი მედიის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ტელევიზიაა. ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს”, - აღნიშნა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან