06:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 19:19:09, 1574 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს

პირველ რიგში, მინდა  სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამ ციხეში იმყოფება ან სხვა საპატიმროშია, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამით ხელისუფლება შეძლებს გადაშალოს ახალი ფურცელი და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ზრუნვა გააგრძელონ.

„სამწუხაროდ დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები  და ყველას ერთობლივი ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს.  თუ ჩემი გათავისუფლება ამის  დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო. მე მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე საქართველოში  პოლიტიკა  უკიდურესად რადიკალური იქნება. იქნება მწვავე დაპირისპირება და ამაზე პასუხისმგებლობა  ექნება ყოველთვის უმრავლესობასა და მთავრობას. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური და ყველა დანარჩენი რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად აწევს, აუცილებელი პირველი ნაბიჯი არის მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ თუ მთავრობა ამნისტიას არ გამოცხადებს, ეს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.

„ამით შევძლებთ, მთლიანად გადავშალოთ ის ფურცელი და გავაგრძელოთ კონსოლიდირებულად მუშაობა - ჩვენ ოპოზიციიდან მათ ხელისუფლებიდან, მაგრამ თუ ამას მთავრობა ვერ ახერხებს ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. მისი საკონსტიტუციო მოვალეობა არის ის, რომ შეავსოს ის ნაკლოვანებები, რა ნაკლოვანებებსაც ტოვებს მთავრობა -  თუნდაც სასამართლო ან  ხელისუფლების სხვა შტო.  საქართველოში დადგა ის დრო,  როცა სამართალზე მნიშვნელოვანი არის მოწყალება და ეს არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა.  ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, არის თუ არა ესა თუ ის  ადამიანი დამნაშავე, უგულავა არის თუ არა დამნაშავე, მერაბიშვილი არის თუ არა დამნაშავე, თუ ბაჩო  არის თუ არა დამნაშავე... საკმარისზე მეტი ვატკინეთ უკვე ერთმანეთს და ახლა ამითი უკვე ხალხს ვტკენთ და სახელწიფოს, რომელიც კარგავს  დროს და ტრიალებს ერთ წრეზე“. - განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics