18:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 18:48:38, 1955 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„ვწუხვარ, ვერ ავლაგმე პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადამიანს უხდის ხელფასს და ის მოქალაქეს პარტიულად ელაპარაკება“

სააპელაციო სასამართლოში თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე დედაქალაქის ყოფილი მერი,  ბრალდებული გიგი უგულავა დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.

უგულავას განცხადებით, მას არ ჰქონია განზრახვა,  ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნით მომხდარიყო. მისივე თქმით,  ადმინისტრაციული ორგანოსა და პარტიის გამიჯვნა შეიძლებოდა, თუმცა ამისათვის საკმარისად ვერ იმუშავა.

 უგულავა ამბობს,  რომ ცუდია, თუ სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები  მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები:

„სამწუხაროდ, ის, რაც მინდოდა რომ კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა კარგად.  ადამიანს, როდესაც სახელმწიფო უხდის ხელფასს და ის მიდის მოქალაქესთან და პარტიულად ელაპარაკება,  ძალიან ცუდია.  ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ცუდი პრაქტიკა  ვერ ავლაგმე.  ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა. სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. ამას ვემიჯნები იმიტომ, რომ ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც  სხვას არ ვაბრალებ,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდში“   გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად  4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics