20:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 13:39:59, 2045 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: იყო ბევრი უფუნქციო კადრი, რომლებიც ხელფასს იღებდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში ბევრი უფუნქციო კადრი იყო, რომლებიც ხელფასს იღებდნენ.

სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, მათ რეორგანიზაცია შეეხოთ. აღნიშნული განცხადების შემდეგ ჟურნალისტი დაინტერესდა გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა უფუნქციო კადრებისთვის ხელფასის გადახდის გამო.

იზორიას თქმით, პასუხისმგებლობაზე და წარსულზე აქცენტის გაკეთებას არ გეგმავს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები არ იყო უკანონო, უბრალოდ შტატი იყო არამიზნობრივი.

"პასუხისმგებლობაზე და წარსულზე აქცენტის გაკეთებას არ ვგეგმავ. იყო უფუნქციო ბევრი კადრი, თუმცა ხელფასს იღებდნენ. ასევე, როცა შტატი გაუქმებულია და ხელფასს იღებს პიროვნება, ჩნდება კითხვა რამდენად სწორად იხარჯება ჩვენი მოსახლეობის გადასახადები", - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics