2016-12-29 12:34:58, 1606 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არაა.
„ არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე უკიდურესად საყურადღებოა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“,- განმარტა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან