23:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 12:32:46, 1811 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: პატრიარქის, როგორც მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა

პატრიარქის დაბადების  85 წლის   იუბილის, აღსაყდრებიდან 40 წლისა და  ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის განსაკუთრებულად აღსანიშნავად,  სპეციალური კომისია შეიქმნება.

პრემიერის განმარტებით, გაიმართება რამდენიმე დღიანი კონფერენციები, მათ შორის  საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც მაღალი რანგის  სტუმრები და პოლიტიკოსები დაესწრებიან.

კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრემიერი მიიჩნევს, რომ პატრიარქის, როგორც დიდი მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია  საქართველოს ფარგლებს გასცდა და მისი იუბილე ღირსეულად უნდა აღინიშნოს.

 „ვფიქრობთ, რომ პატრიარქის, როგორც მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით ამდაგვარ კომისიას და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის  განსაკუთრებული, როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ  ვფიქრობთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას. უფრო მეტი დეტალის შესახებ მაშინ  გახდება ცნობილი, როცა ეს კომისია შეიკრიბება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics