20:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 15:23:46, 1515 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე ელოდება, რომ 2017 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა.

ჯანელიძის განცხადებით, პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ რაღაც ვერ გააკეთა კარგად, რის გამოც ქვეყანა გარკვეული პროცესების მსხვერპლი გახდა, უსაფუძვლოა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ყველაზე გვიან გადმოეცა, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის დავალება ყველაზე მოკლე ხანში შეასრულა.

მისივე თქმით, საქართველომ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება დროულად და ეფექტურად განახორციელა, თუმცა ევროკავშირის გარშემო მძიმე ვითარება შეიქმნა. ჯანელიძემ იგულისხმა უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენები, რამაც გავლენა იქონია არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე.

„ისმოდა პრეტენზიები, რომ საქართველოს მთავრობამ რაღაც ვერ გააკეთა დროულად და გავხდით მსხვერპლი გარკვეული პროცესებისა. საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მოკლე ხანში შეასრულა საშინაო დავალება. ვიზალიბერალიზაციის გეგმა, სამწუხაროდ, ყველა დაგვიანებით მივიღეთ. თუმცა, მას შემდეგ რაც მივიღეთ, რეკორდულ დროში შევასრულეთ. ჩვენ ეფექტურად მოვახდინეთ ყველა რეფორმის განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, ძალიან მძიმე გარემო შეიქმნა ევროკავშირის გარეშემო. უკრაინაში, სირიაში განვითარებული მოვლენები, მოგეხსენებათ, მიგრანტების კრიზისმა დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ მისი წევრების გადაწყვეტილებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ დაფიქრებულიყო ევროკავშირი, რა ბერკეტები ექნებოდა კრიზისიდან  გამოსვლის. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ამ ბერკეტის განახლება, შემუშავება. საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრის შედეგად, რეფორმების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კითხვები არ არსებობდა და ყველა აღიარებდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია გადაწყვეტილი პროცესია. მიუხედავად ამისა, საჭირო იყო ყოველდღიური კონტაქტი, რასაც ვახორციელებდით. ასევე ვახორციელებდით მრავალმხრივ ვიზიტებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხდებოდა საქართველოს საკითხის აქტუალობის მაქსიმალურად შენარჩუნება ევროკავშირის დღის წესრიგში და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics