21:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 18:54:44, 1785 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხმალაძე: თუ კომისიაში ყველა მოქმედ ნორმაზე დაიწყება მსჯელობა, მაშინ 4 თვე საკმარისი არ იქნება

კონსტიტუციონალისტის, პარლამენტის ყოფილი წევრის, ვახტან ხმალაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო კომისიაში ყველა მოქმედ ნორმაზე დაიწყება მსჯელობა, მაშინ თავმჯდომარის მიერ დადგენილი 4 თვე საკმარისი არ იქნება.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ის ცვლილება, რომელიც კომისიამ უნდა მოამზადოს, საპარლამენტო რესპუბლიკის მიღებას უნდა ემსახურებოდეს.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ხმალაძის თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ბევრად უფრო დამახასიათებელია.

"არის საკითხები, რომლებზეც კომისიამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ეს საკითხები თავისთავად არის პრობლემური და გამოიწვევს დიდ კამათს, ეს მაგალითად არის პარლამენტის და პრეზიდენტის საარჩეცნო სისტემა. ყველა ის ცვლილება, რომელიც უნდა მოამზადოს კომისიამ უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ ჩვენ მივიღოთ კლასიკური, საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც საუკუნეებით არის გამოცდილი. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ბევრად უფრო დამახასიათებელია, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების წესი, მაგრამ არა პარლამენტის, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამომრჩეველთა კოლეგია, უნდა შედგებოდეს პარლამენტის წევრებისგან და იმდენივე ტერიტორიული წარმომადგენლობითი არჩეული დელეგატისგან", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics