02:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 14:29:14, 1495 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: უნდა შეიქმნას მყარი დოკუმენტი, რომელიც ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუცია მთლიანად ჩამოსაყალიბებელია იმისათვის, რომ სამომავლოდ შეიქმნას მყარი დოკუმენტი, რომელიც ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პოლიტიკური სპეკულაციები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არის შესაძლებელი, თუმცა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი კომისია უკვე შეიქმნა და ის ყველა შესაბამის დეტალზე სათანადოდ იმუშავებს.

„ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული დღეს რა თემებზე ვიმსჯელებთ, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ბევრ თემას განვიხილავთ. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია შეიძლება უკმაყოფილოა იმით, რომ კომისიაში ვერ იქნებიან. წმინდა საორგანიზაციო საკითხია, რომ კომისია უსასრულო ვერ იქნება, თუმცა მზად არის ნებისმიერი ადამიანის მიერ შემოტანილი საკითხი სათანადოდ განიხილოს. აქ საწყენი არაფერია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით, დროა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.

„პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია გარკვეული ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე და ვთვლი, რომ ისინი ამ კომისიაში უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა მათი ადგილები ვაკანტურია, თუმცა პოზიტიურ სიგნალებს მე ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ამ საკითხზე კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკეტილი კარის მიღმა პოზიციაში დარჩებიან“, -განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics