15:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 14:12:40, 1333 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ბოცვაძე: მხოლოდ ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რომლის მიხედვითაც,  „ენერგო- პრო ჯორჯიას“ კუთვნილ 9 ჰიდროელექტროსადგურს ელექტროენერგიის   წარმოების ტარიფი შეუმცირდა.

 ბოცვაძის განმარტებით, ვალუტაში მოზიდული კრედიტების მომსახურება გაუძვირდათ, თუმცა აღნიშნულის ტარიფით კომპენსირება არ ხდება.

 „ენერგო- პრო ჯორჯია“ -ს 9 სადგურზე  მოხდა ტარიფის შემცირება, მხოლოდ ერთზე „აწჰესზე“ მოხდა ტარიფის ზრდა. ამ საკითხებზე სასამართლოში არის დავა და გაგრძელდება. მოქმედი რეგულაციების მიხედვით არ ხდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული გაძვირებული კრედიტების კომპენსირება ტარიფის მიერ. პირიქით, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია 9 სადგურზე ტარიფის შემცირება და მხოლოდ ერთგან მოხდა ზრდა“,-განაცხადა ბოცვაძემ.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ბოცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი. თუმცა ამავე დროს, ბოცვაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მათი ჰიდროელექტროსადგურების იაფი გამომუშავება გადაარჩენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან.

 „იაფი ენერგია, რაც დღეს კიდევ უფრო გაიაფდა, 10 წლის რეკორდი მოვხსენით დღეს, მეტად მნიშვნელოვანია. მხოლოდ ჩვენი სადგურების იაფი გამომუშავება თუ გადაარჩენს ორშაბათს ჩვენს აბონენტებს ტარიფის მკვეთრი ზრდისგან, რადგან ჩვენს შესყიდვაში 40% უჭირავს ჩვენს იაფ გამომუშავებას. ვფიქრობ მთავარი წარმატება ეს არის, შევინარჩუნოთ მაღალი გამომუშავება და ამით ვეხმარებით აბობნენეტს, არ გაეზარდოთ ტარიფი მკვეთრად. ჩვენი 2 თეთრიანი ენერგია უპირისპირდება 15-16 თეთრიან იმპორეტირებულ ენერგიას“,-აღნიშნა ბოცვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics