18:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:54:52, 1521 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების უმცირესობის საქციელმა გააჭიანურა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში ჩართულია ორგანიზებულ დანაშაულში, ვიზალიბერალიზაციის პროცესი გააჭიანურა.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ამოქმედდება თუ არა საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი, ანუ  ვიზალიბერალიზაციის მიღების შემთხვევაში, შეინარჩუნებს თუ არა მას  ქვეყანა.

"შეჩერების მექანიზმის მიღებას საქართველოსთან მიმართებაში დღეს ეყრება კენჭი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კენჭისყრა წარმატებული იქნება, რადგან თუ შეჩერების მექანიზმი არ იქნა მიღებული, ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაც ვერ იქნება მიღებული.

ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯები იმედს გვაძლევს, რომ დღეს ეს კენჭისყრა წარმატებით დასრულდება და ჩვენ რამდენიმე კვირაში ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ. შეჩერების მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ აღარ ვიმსახურებთ უვიზო რეჟიმს, ის მარტივად გაუქმდეს.

შესაძლებელია თუ არა რომ უვიზო რეჟიმი მომავალში გაუქმდეს, ეს ბოლომდე, 100%-ით დამოკიდებულია საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე, როდესაც ის უვიზო რეჟიმით ისარგებლებს და ჩავა გერმანიასა თუ საფრანგეთში. ეს არის მთლიანად ჩვენზე დამოკიდებული, რომ არ დავარღვიოთ იქაური კანონები, არ მოვინდომოთ იქ დარჩენა, მაშინ როდესაც 90 დღით ვართ შესული. ეს ღიად უნდა ითქვას, აღარაფერს ვამბობ იმ უმცირესობაზე ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთა საქციელმა ეს პროცესი გააჭიანურა და რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში არიან დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში ჩართულნი”,- აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics