09:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 13:18:44, 1798 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება ჩართული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია ძალიან მასშტაბური იქნება.

"როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კომისიაში გაწევრიანებული იქნებიან, როგორც დეპუტატები, საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის,  არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ეს იქნება ძალიან მასშტაბური კომისია", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხემლძღვანელებს და მას თანათავმჯდომარე არ ეყოლება. განსხვავებული იყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო კომისიას 3 თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა, კერძოდ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics