02:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 19:12:46, 1975 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
აკაკი ცომაია: ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე სინამდვილეში მისი წონასწორობის ნიშნულია

„მოლოდინების ფსიქოლოგიური ზღვარი სად გადის, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე სინამდვილეში მისი წონასწორობის ნიშნულია“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაიამ „ექსპრესნიუსს“ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ექსპერტის თქმით, არ არის გამორიცხული 1 დოლარის ღირებულება სამი ლარი გახდეს.

„ბაზარზე ამწუთას  არის  კლასიკური პანიკა. საბირჟო ენაზე ამას თავისუფალი ვარდნა ეწოდება. მოლოდინების ფსიქოლოგიური ზღვარი სად გადის, ეს არავინ არ იცის.  თუმცა ფაქტია, ლარი  იმაზე მეტად უფასურდება ვიდრე სინამდვილეში მისი წონასწორობის ნიშნულია. ადამიანები ლარს  პანიკურად ახურდავებენ  ამერიკულ დოლარში. რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ ზღვარზე, რაღაც პიკზე ავა ეს პროცესი და ადამიანებს ლარი აღარ ექნებათ დოლარში გადასახურდავებლად. მერე უკუპროცესი წამოვა.  გამომდინარე იქიდან რომ წონასწორობის ნიშნული არის უფრო დაბალი, შესაბამისად ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და ისევ დაიწყება ლარის გამყარება.

რამ გამოიწვია ეს პანიკა? რასაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ აშშ-ში დოლარი გამყარდა და  საქართველოში ლარი გაუფასურდა და  ეს არის მთავარი მიზეზი, ეს რბილად, რომ ვთქვათ არასწორია. სინამდვილეში ეს პანიკას ვერ გამოიწვევდა. დღეში როდესაც 15 თეთრით უფასურდება ეროვნული ვალუტა ეს იმას ნიშნავს, რომ აქ საუბარი არის პანიკაზე. პანიკა რეალურად გამოიწვია იმან, რომ ერთი,  მოლოდინი არის აქციზის გადასახადის გაზრდა ნავთობპროდუქტებზე განსაკუთრებით და შესაბამისად იმპორტიორები წინასწარ ცდილობენ დიდი რაოდენის პარტიის შემოტანას. ამიტომაც ხდება დიდი რაოდენით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდა. მეორე- კომერციულ ბანკებმა დააფიქსირეს როგორც იქნა მათთვის შეუთანხმებელი ათპუნქტიანი მთავრობის გეგმა.  შესაბამისად მათ მოუწევთ დოლარის ლარში გადაყვანა. კომერციულ ბანკებს თავად რეზერვები, დეპოზიტები და ვალდებულებები აქვთ დოლარში. ამიტომ ისინი შეიძლება თადარიგს იჭერდნენ. ამას ემატება ისიც, რომ უამრავი ადამიანი უაზროდ დარბის და ლარი გადაყავს დოლარში. ეს არის ის რაც ხდება ამ წუთას“,-განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5871 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0519 ლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics