03:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 17:24:44, 1143 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: სტუდენტების ერთი ჯგუფი ხელს უშლის ათასობით სტუდენტის სწავლას

განათლებისა და ემცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია #115-ის წევრების მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის შენობის დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ჯეჯელავამ სტუდენტებს მოუწოდა, სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალონ. ჯეჯელავა გამოხატვის ამ ფორმას ძალიან ნეგატიურად აფასებს:

„სტუდენტების ერთი ჯგუფი ამ ფორმით გამოხატავს თავის მოთხოვნებს და ხელს უშლის ასობით, ათასობით სტუდენტის სწავლას. ჩვენ ძალიან ნეგატიურად ვაფასებთ გამოხატვის ამ ფორმას. მით უმეეტს, მიგვაჩნია, რმო მოთხოვნების უმეტესობა, რომელიც მათ აქვთ ან უკვე შესრულებულია, ან დაწყებულია მათი სესრულება. ყოველ შემთხვევაში ყველა კარი ღიაა. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ამ სტუდენტებს, ნუ შეუშლიან ხელს სასწავლო პროცესს. ნუ შეუშლიან ხელს თავის მეგობრებსა და თანატოლებს სწავლის გაგრძელებაში. გამოხატონ პროტესტი ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მით უმეტეს, ყველა საკითხი, რასაც ითხოვენ მოგვარების პროცესშია“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics