12:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 17:03:21, 1906 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე ონლაინ სესხებზე: აკრძალვა გამოსავალი არ არის

„ბიზნესში აკრძალვების და ზედმეტი რეგულაციების მომხრე არ ვარ“, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მთავრობის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტის მომზადებას, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება.

როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ონლაინ სესხების  მთლიანად აკრძალვა კომპანიების დახურვას და იქ მომუშავე ადამიანების სამსახურის  გარეშე დარჩენას ნიშნავს.

„არ ვიცი როგორ გეგმავს მთავრობა ამ სეგმენტის დარეგულირებას. მთლიანად აკრძალვა ნიშნავს, რომ  ეს  კომპანიები უნდა დაიხუროს და იქ მომუშავე ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. მესმის, რომ პრობლემატურია, ხშირ შემთხვევაში, ზოგი მომხმარებელი ვერ ახერხებს ონლაინ სესხის დაბრუნებას, მაგრამ რამდენად არის გამოსავალი ზოგადად ამ ბიზნესის აკრძალვა, არ ვიცი.  მაშინ შეგვიძლია  ვთქვათ,  ისეთი რაღაცეები ავკრძალოთ, რაც ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს“, - აღნიშნა კეპულაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, მომხმარებელი სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადამისამართდება და იქ შეეცდება კრედიტის აღებას.

„ონლაინ სესხები არსებობენ იმიტომ რომ ბაზარზე ასეთი ტიპის სესხების  მოთხოვნა  არის. შესაბამისად გამოვა, რომ ეს სეგმენტი სადღაც უნდა გადამისამართდეს, ანუ ამ ადამიანებს კვლავ დასჭირდებათ სესხის აღება და ისინი ეცდებიან მიმართონ, ვთქვათ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებს მსგავსი ტიპის სესხებისთვის. აი ამისთვის რამდენად მზად არის მთავრობა?!  ეს მომხმარებელი მაინც იპოვის კომპანიებს და ორგანიზაციებს, საიდანაც აიღებს ასეთი ტიპის სესხებს ან შავ ბაზარზე გადაინაცვლებს იმისთვის, რომ ვთქვათ, მევახშეებისგან მიიღოს სესხი,  ეს უკვე მეორე საკითხია. ზოგადად  აკრძალვები  როგორც წესი გამოსავალი არ არის, თუმცა  შესაძლებელია, რომ გარკვეული რეგულაციების   დაწესება და ამასთან დაკავშირებით ჩვენს ორეგანიზაციას ჰქონდა გარკვეული რეკომენდაცია“, - დასძინა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics