11:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 16:10:30, 1223 ნახვა

კომენტარი
ვოლსკის თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს. 

ვიცე-სპიკერის განმარტებით, საკითხზე ბჭობა უნდა გაგრძელდეს. 

„ჩვენ შეგვეძლო ოკუპაციის კანონის მიღება საკმაოდ ადვილად, მაგრამ არის თემები, როლებზეც ბჭობა უნდა გაგრძელდეს. სასრაფოდ და გადაუდებლად არ უნდა განვიხილოთ, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს ინტერესი და ამავე დროს გავაცოცხლოთ მკვდარ წერტილზე გაყინული ვითარება. მხედველობაში მაქვს კონფლიქტური თემის ტრანსფორმირების საკითხი. ამ საკითხზე ბევრი შეკითხვები წარმოიშვა და ამიტომ ამ კანონის ფორსირება  არ გავაკეთეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics