01:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 15:09:16, 1725 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობის ახალ გუნდს რჩევებით მიმართავს

ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგას.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დოლარში სესხების გაცემაზე უარი უნდა თქვას.

"ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს დოლარში ნომინირებული სესხების მაქსიმალურად შეზღუდვაზე. ვთვლი, რომ კომერციულმა ბანკებმა, იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შემოსავალი ლარში გააჩნიათ, სესხები უნდა გასცენ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ასევე მაქსიმალურად შეიზღუდოს, როგორც საბანკო ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების, მათ შორის იპოთეკის კუთხით, დოლარში გაცემა. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დოლარში სესხების გაცემაზე", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

ექსპერტი მთავრობის ახალ ეკონიომიკურ გუნდს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

" 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს; სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო; შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას".

ამასთან, კალანდაძე თვლის, რომ ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ ლარს მიიღებს.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ნოემბრის თვე ერთ-ერთი ყველაზე რთულია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics