01:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 16:02:59, 1602 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: კურსის გაუფასურების საკითხის გადაჭრის მიმართულებით მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე განმარტებების გაკეთება კვლავ მოუწია.

კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურებულია და სავაჭრო პარტნიორებში არსებული ვითარება, საქართველოზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ლარის დევალვაციას  ხელს შექმნილი აჟიოტაჟიც უწყობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელოვნურია:

„რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას, რომ ლარს არ მოსწონს ხელისუფლება და ა.შ. ბატონო, რომან, თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით, თანაც ეკონომისტი, რომლის წიგნებიდანაც ჩვენ 90-იან წლებში ვსწავლობდით ბევრ რამეს, მე ვისმენდი თქვენს კომენტარებს და რაღა დაგიმალოთ გაკვირვებული ვარ, როცა ვისმენდი კომენტარებს, რომ ჩვენ დღეს უნდა მოვიკითხოთ ჩვენი ხელფასი, შემდეგ ის დოლარებში გადავიყვანოთ და ამით უნდა შევაფასოთ ლარის მსყიდველუნარიანობა, რამდენადაც ვისწავლე ეკონომიკიდან, ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კურსით არ განისაზღვრება. ის განისაზღვრება ინფლაციის მაჩვენებლით. ლარის დევალვაცია ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენი მოსახლეობისთვის დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე  და გამომდინარე იქიდან, რომ საკრედიტო პორთველის 63%-ზე მეტი არის დოლარიზებული დღეს ქვეყანაში. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზთა შორის ისაა, რომ რეგიონში არის ყველა ვალუტა გაუფასურებული დოლართან მიმართებაში. მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ხშირად ხელოვნურად იქნება ქვეყანაში. შორს ვარ იმ აზრისგან,  რომ ბრალი დავდო მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს ლარის გაუფასურებაში, მაგრამ ეს არის ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ საკითხის გადაჭრის მიმართულებით მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე დაადასტურა, რომ საქართველომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ  დაფინანსება ვერ მიიღო:

„და ვგრძნობთ ამ ნაწილში პასუხისმგებლობას“,-დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics