00:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 16:01:40, 1133 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: „რუსთავი2“-ის საკითხთან მიმართებაში ხელი დაბანილი არ მაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საკითხის გადაწყვეტაში სასამართლო დამოუკიდებელია.

კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეკითხვას უპასუხა, რომელიც ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. გიორგი კვირიკაშვილი მის არც ერთ არგუმენტს არ იზიარებს:

„რუსთავი2-ის  წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ვერ გავიზიარებ ვერც ერთ არგუმენტს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არ მაქვს ხელი დაბანილი ამ საკითხთან მიმართებაშიც.  საერთაშორისო შეშფოთებას რაც შეეხება, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს რეიტინგებს მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები. ეს არის ჟურნალისტები საზღვრების გარეშე და სხვა მრავალი ორგანიზაციის ინდიკატორი, სადაც ნახტომისებური გაუმჯობესება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტელევიზიას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდბელობა მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს,  თუ არ მოსწონს. ეს არის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიის  შემადგენელი და ნამდვილად გულწრფელი ვარ, როცა ამას ვსაუბრობ. რაც შეეხება ქონებრივ ელემენტს, ნამდვილად არ ვიცნობ დეტალებს- ვინ, როდის წაართვა ეს ტელევიზია და ვის წაართვა. ერთადერთი ვიცი, რომ ბევრჯერ მოხდა ეს გასული წლების განმავლობაში. არანაირი საფუძველი მაქვს, ეჭვი შევიტანო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო დღეს არის  აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამ  საკითხის გადაწყვეტაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics