21:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 16:44:44, 1108 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: მინისტრობის კანდიდატების რიხიან პრეზენტაციებს სავალუტო ფონდმა ცივი წყალი გადაასხა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატებთან  კითხვები აქვს. მას აინტერესებს, რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა  შეჩერებულია. ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სავალუტო ფონდის პროგნოზებზე ისაუბრა:

„იმ რიხიან პრეზენტაციებს, რაც აქ მოვისმინეთ, დღეს სავალუტო ფონდმა გადაასხა ცივი წყალი იმის გამო, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა დაიყვანა 3.4. %-დან 2.7 % და ასევე შეამცირა პროგნოზი მომავლი წლისთვის, რომ 5-ის ნაცვლად,  4 % იქნება ზრდა.ალბათ ყველა ეკონომიკური ბლოკიდან გასცემს  პასუხს კითხვას, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა  შეჩერებულია და ძალიან პესიმისტური სცენარი აქვს სავალუტო ფონდს“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7%  იქნება,  ინფლაციის დონე კი 2%, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4% იყო, 2017 წელს კი 5,2%.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი 22 ნოემბერს დაასრულეს. ვიზიტის დასრულებისას კი ფონდის მისიამ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.

“შენებული გლობალური ზრდის  კონტექსტში, საქართელოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა და განაგრძობს გარე შოკის შემდეგ აღდგენას, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მშპ-ს რეალური ზრდა 2016 წლისთვის ახლა შეფასებულია 2,7%-ით, 2-იანი ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით. 2017 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ინვესტიციების მხარდაჭერით 4%-მდე გაიზრდება , ინფლაციის დონე კი 3%-ია მოსალოდნელი”, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics