21:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 14:16:55, 867 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი "ოცნებას": იმსახურებთ იმას, რაც ახლა დარბაზში ხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ გააცოცხლეთ

"ქართული ოცნება" იმსახურებს იმას რაც ახლა დარბაზში ხდება, იმიტომ, რომ ეს ხალხი თქვენ გააცოცხლეთ, - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი კომიტეტების სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმულ მწვავე კითხვებს და მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავს.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი იმსახურებს იმ შეკითხვებს რაც მათი ოპონენტებისგან ისმის, რომლებიც "თვლიან, რომ პოლიტიკური ტერორი ქვეყანაში არ იყო.

"ძალიან მაინტერესებს ჟვანია ვინ მოკლა და იყო თუ არა ეს პოლიტიკური ტერორი. ძალიან მაინტერესებს გურამ შარაძე როგორ მოკლეს და კიდევ არაერთი პოლიტიკური ტერორის მაგალითი გინდათ შეგახსენოთ აქ მარცხენა ფლანგზე ბატონებს და ქალბატონებს?! "ქართული ოცნება" ამას იმსახურებთ, იმიტომ, რომ ეს ხალხი თქვენ გააცოცხლეთ. თქვენ შეუწყეთ ხელი ამათ გათეთრებას, ამათ შემოყვანას, ამათ დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში, რადგან დღეს პარლამენტში 27 დეპუტატით არ იქნებოდნენ წარმოდგენილი და ეს არის ტრაგედია", - განაცხადა ინაშვილმა.

უმცირესობის წევრმაშეკითხვით შს მინისტრობის კანდიდატს გიორგი მღებრიშვილს და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართა.

"ჩემთვის იყო და დღემდე არის აბსოლუტურად აუხსნელი, როგორ მოხდა და რატომ ვერ იმუშავეთ სათანადო სტრუქტურებმა, რომ ინტერპოლს ადეიშვილისთვის ძებნილის სტატუსი არ მოეხსნა? მოვითხოვ ძალიან მკაფიო განმარტებებს. ვიცი, რომ რამდენიმე საქმეშია ბრალდებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს. უნდა აქ ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ. ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ. მეორე საკითხი ეხება ქართული მიწების დაცვას და კონკრეტულად სასაზღვრო ნაწილში მინდა შეკითხვა მინდა დავუსვა ბ-ნ გიორგი მღებრიშვილს. ისმის არაერთი ინფორმაცია, რომ ქართული მიწები ჰექტარ-ჰექტარ გადადის ხან სომხეთის მხარეს, ხან აზერბაიჯანის მხარეს, ხან თურქეთმა აიღო 6 ჰექტარი. მართალია სახელმწიფო სტრუქტურები ამას არ ადასტურებენ, მაგრამ როდესაც ვიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაში მე თვითონ მოვიარე საქართველო-სომხეთის საზღვარი და შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს მდიინარე ეს მთა ცოტა ხნის წინ ეკუთნოდა საქართველოს და დღეს არარ ეკუთვნის საქართველოს. კარგი იქნება მოვისმინო არის თუ არა მონიტორინგი ქართულ მიწებზე და კონტროლდება თუ არა ჩვენი საზღვარი და საერთოდ რა ხდება საზღვრის პირა ზოლში?", - აღნიშნა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics