18:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 16:20:02, 1116 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: მთავრობის შემადგენლობაში ვიქტორ დოლიძის ყოფნა მაღალი პოლიტიკური კულტურის ნიშანია

 „ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში არის ვიქტორ დოლიძე, ვფიქრობ, არის მაღალი პოლიტიკური კულტურის,დემოკრატიის ნიშანი და მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს“,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

"პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს გრაფიკს და  ვეცდებით, რომ კვირის ბოლომდე დავასრულოთ სავალდებულო პროცედურები. ვფიქრობ, რომ პრემიერმა ძალიან კარგი გუნდი დაასახელა. ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში არის ვიქტორ დოლიძეც, ვფიქრობ, არის მაღალი პოლიტიკური კულტურის, დემოკრატიის ნიშანი და მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს. აჩვენებს, რომ მთავრობა არ არის ჩაკეტილი ერთი პოლიტიკური პარტიის ფარგლებში, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი, კარგი განაცხადი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics