21:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 16:35:31, 1166 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„რაც ნაკლებად ახსენებენ „ნაციონალები“ საკუთარ პარტიას ჯოჯოხეთის კონტექსტში, მით უფრო ნაკლებად გაახსენდებათ მოქალაქეებს მძიმე წარსული“

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური  სისტემის კონსოლიდაცია არის ის მიზანი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევით ვერ მიიღწევა.

„ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა თითოეული ჩვენგანის, პარლამენტის თითოეული წევრის ძალისხმევა.  დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი თითოეული პოლიტიკური პარტია, თითოეული დეპუტატი ამ სულისკვეთებით იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე უპასუხა ირაკლი მეზურნიშვილის შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ მმართველი ძალის წინააღმდეგ, პირველივე სხდომიდან ჯოჯოხეთის მოწყობის შესახებ განცხადებასა  და  დაბალანსებული პარლამენტის  შექმნის  მისეულ გზებს ეხებოდა.

„შემდეგი შეკითხვა, საუბარი იყო ჯოჯოხეთზე, რომელიც პირველი სხდომიდან უნდა ყოფილიყო მოწყობილი მმართველი ძალის წინააღმდეგ.  რაც ნაკლებად ახსენებენ „ ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები საკუთარ პარტიას ჯოჯოხეთის კონტექსტში,  მით უფრო ნაკლებად გაახსენდებათ საქართველოს მოქალაქეებს ის მძიმე წარსული, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ.

მე, როგორეც პარლამენტის თავმჯდომარე,  ამ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვიქნები ვალდებული, პირნათლად შევასრულებ ამ ვალდებულებას, რომ თითოეულ დეპუტატს მივცე საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის სათანადო  შესაძლებლობა. მონდემებული ვარ,  მაქსიმალურად კონსტრუქციული თანამშრომლობა ვუზრუნველყო პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს შორის“,-აღნიშნა  ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics