14:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 16:18:22, 1073 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანი მიროტაძე დავით უსუფაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს

„ჩვენ არ ვაპირებთ ზოგიერთი პოლიტიკოსივით, პროცესი დავტოვოთ ამ გამოუცდელი პოლიტიკოსების ამარა“, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მიროტაძემ აღნიშნა, აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელშიც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები იქნებიან გაერთიანებული.

"ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მესამე დღეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი კახა შარტავა გამოვიდა ინიციატივით, რომ გაკეთდეს ერთი დიდი გაერთიანება, რომელშიც თავმოყრილი იქნება ისეთი პოლიტიკური რესურსი და გამოცდილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა, იმ საოცარი და ფოკუსებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ჩაატარა ჩემს ქვეყანაში. უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან დარჩენილი პარლამენტს მიღმა. ჩვენ დიდი ვალდებულება გვაქვს, ეს არ არის მხოლოდ პარტიული ან პოლიტიკური გადარჩენისთვის ბრძოლა, პირიქით ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობა", - განაცხადა მიროტაძემ.

მისივე ინფორმაციით, პოლიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით პარტია კონსულტაციების რეჟიმშია.

"ვიდრე სახელისუფლო გუნდი დაკავებულია საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებების თანამდებობების გადანაწილებით პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ძალები დაკავებულები ვართ კონსულტაციებით, რომელიც გულისხმობს საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრების შექმნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ", - აღნიშნა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა.

ამასთან, "ექსპრესნიუსის" დაინტერესდა - ხომ არ მიმდინარეობს კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან ერთობლივი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე:

"ამასთან კავშირში შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კონსულტაციების რეჟიმი მიმდინარეობს, უფრო მეტის თქმა ძალიან გამიჭირდება. რა გამოვა აქედან ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ეს აუცილებლად დასრულდება წარმატებით. შეუძლებელია ის დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ საკანონმდებლო ორგანოს მიღმა, გავიდნენ პოლიტიკური სცენიდან, თან იმ ფონზე როდესაც პოლიტიკოსებისგან დაცლილია პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკონტროლო პაკეტი უჭირავს ხელში", - განაცხადა ანი მიროტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics