12:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:30:51, 859 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: სააკაშვილის საქმით უკრაინაშიც არიან დაინტერესებული, ის კონტრაბანდას მფარველობს

"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმით უკრაინაშიც არიან დაინტერესებული და ოდესის გუბერნატორი კონტრაბანდას მფარველობს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად უნდა ჩატარდეს.

"ვიცი, რომ უკრაინაშიც საკმაოდ დაინტერესებული არიან სააკაშვილის პროცესით. საუბარია, რომ რაღაც კონტრაბანდას მფარველობს ოდესაში. არავინ არ იცის, რა დაპირისპირებები, რა მაფიოზური თუ კლანური პროცესები მიმდინარეობს, სად ჩაიწერეს ან ვინ გაავრცელა. საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის შემხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” ძალიან ბევრი მხარდამჭერი - არის კითხვები, ზოგი სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ რეალურად კაციშვილი არ მეგულება, გარდა ერთი პატარა მარგინალური ჯგუფისა, რომელსაც საქართველოში იმის მოხდენა უნდოდეს, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics