14:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:36:46, 784 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: გონივრული პოლიტიკით შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე ვინც საქართველოს ტერრიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი გულის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთად უზრუნველყოფას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზეც „გმირთა სავანე“ მივიდა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ლევან იზორიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო.

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics