22:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 10:17:46, 850 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის

„დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და, მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერის  შეფასებით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს და არა მარტო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ამ ომის შედეგად, ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირია   ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და, ამ ომს, თავშივე არ ჰყავდა მოგებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მეომრის ხსოვნას დიდ პატივს მივაგებთ. ყველა მათგანი გმირია. სწორედ აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირობა უნათებდა გზას ქართველ ჯარისკაცებს შემდგომში, კიდევ არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს და სწორედ მათი გმირობა იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ ეს იარები, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ის ერთიანობა რომელიც გვქონდა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველამ ერთად ძმობაში, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ერთიან ქვეყანაში, ძმობაში და მეგობრობაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი დღეს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დაღუპული გმირების ხსოვნას, პრემიერთან ერთად, პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics