2015-03-12 10:43:12, 865 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ბორის ნემცოვის მკვლელობაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს
ევროპარლამენტი რუსეთის ხელისუფლებისგან რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყდეს ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივობის და დამოუკიდებელი მედიის დევნა.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში 6 გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან