16:29 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 15:37:14, 1007 ნახვა

კომენტარი
მელია: სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი? ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების ფაქტები, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„თბილისში შეიარაღებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს ხელისუფლების უპასუხიმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს. სად არის ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი? საერთოდ შთაბეჭდილებას თუ მაინც ტოვებს, რომ ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?! სახელმწიფო დღეს მხოლოდ ოჯახებში მასიურად იარაღის ჩადებითაა დაკავებული და ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც არსებობს. კალაძეა ის ადამიანი, რომელსაც  წინასაარჩენოდ ქუჩა აქვს ჩაბარებული, მას ეს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და შუაგულ თბილისში ახალგაზრდებს ერთმანეთს ახოცინებს. ჩვენ  პირობას ვდებთ, რომ 9 ოქტობრიდან სახელმწიფო  თითოელულ მოქალაქეს  დაიცავს“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics