17:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 12:33:50, 878 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისეთივე ღარიბია, როგორიც ჩვენი ეკონომიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ყავს.  თუმცა,  ყოფილი პრემიერის თქმით, არიან პარტიები, რომელთაც კონკრეტული ამომრჩეველი და რეიტინგი გააჩნიათ.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. არჩევანი პოლიტიკურ პარტიებს შორის ისეთია, როგორიც არის. სულ გვგონია და შეიძლება, ხუმრობით მეც მითქვამს, რომ საქართველოში იმდენი პოლიტიკოსია მსოფლიოს რამდენიმე პრეზიდენტს ვაჩუქებდით და პოლიტიკაში მაგრები ვართ. არ არის ესე. ეკონომიკა, პოლიტიკა, მედია, ეს ყველაფერი ერთი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ყველაფერი თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინსტებლიშმენტი  ისეთივე ღარიბია, როგორიცაა დღეს ჩვენი ეკონომიკა. პოლიტიკოსების აღზრდას დრო უნდა. ამას უნდა კარგი გამოყვანა, კარგი სელექცია, კარგი დაკვირვება და ა.შ. მე არ ვიტყოდი, რომ დღეს თეთრსა და შავს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი. არსებობენ პარტიები და მათ აქვთ კონკრეტული რეიტინგი. დღეს ჩვენ კიდევ ბევრი უდნა ვისაუბროთ და განვუმარტოთ საზოგადოებას თუ ვისზე შეაჩერონ არჩევანი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა,  სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და გურიის  რეგიონის  მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics