02:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 13:03:17, 1746 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ლუკაშენკოს რეჟიმის ვიცე-პრემიერ შეხვდა

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რეჟიმის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო  პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს  სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით.

ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics