22:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 17:37:32, 672 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვა

თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ "ოცნების" განათლების მინისტრთან გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ გუშინ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ "მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უფლებამოსილებას შეიწყვეტს".

 ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის და პროფესორების შეხვედრაზე.

მისი განმარტებით, დღეს შეხვდებიან განათლების მინისტრს და გუშინდელი შეხვედრის შინაარს მოისმენენ.

„მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას. დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად. უშუალოდ მისგან მოვისმენთ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი - დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს არ არის სწორი, მათ შორის, თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics