23:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 10:38:24, 11031 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯაშუშობის ბრალდებით თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ, არის სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობა საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წუხელ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვინაობის დასახელების გარეშე.

ის, რომ დაკავებულია მეარაყიშვილი, „ეხო კავკაზას“ ცხინვალში წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას ასევე ავრცელებს გამოცემა „კავკაზსკი უზელი“.

გამოცემის ცნობით: გუშინ საღამოს მეარაყიშვილმა მეგობრებს ტელეფონით შეატყობინა, რომ უცნობი პირები ცხინვალში მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.

საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მეარაყიშვილი ბინას ქირაობს, უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

„გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში

„ზემოაღნიშნული ეჭვმიტანილი დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“ - განაცხადა ე.წ. პროკურატურამ

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ ინფორმაციაზე. რადიო თავისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას.

საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) სხდომიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წუხელ, 22 დეკემბერს გაკეთდა.

მანამდე თამარ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას დაიწყებდა „ხელისუფლების თვითნებური მმართველობის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა მოითხოვა.

წლებია, ოკუპირებული ცხინალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება თამარ მეარაყიშვილს დევნის. მისთვის ჩამორთმეული ჰქონდათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics