12:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 13:59:27, 1634 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა.

სააგენტოს ინსპექტორებმა, შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი (ს/კ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17) შეამოწმეს, რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას და რეალიზაციას (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა.

"ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე1501. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად აღმოფხვრას შეუსაბამობები"- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics