17:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 11:45:52, 903 ნახვა

საზოგადოება
პროტესტის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები Libre 2+ შეიძინა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიაღწია შეთანხმებას სენსორების მწარმოებელ კომპანია Abbott laboratories-თან და გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ შეიძინა.

ამ შესყიდვას წინ უსწრებდა პროტესტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დიაბეტის მქონე ბავშვების და მოზარდებისთვის შესაბამისი პრეპარატები ქვეყანაში დეფიციტს წარმოადგენდა.

მოწყობილობის მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო და მათი გაცემა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონიტორინგის მოწყობილობებს ის პაციენტები მიიღებენ, რომელთაც სენსორის გამოყენების საჭიროება აქვთ.

კრიტერიუმების დადგენის მიზნით, დარგის ექიმ-სპეციალისტებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა. შეხვედრაზე, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ -ის საჭიროების განმსაზღვრელ პარამეტრებსა და კლინიკურ ფაქტორებზე იმსჯელეს.

FreeStyle Libre 2+ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაა, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან - სენსორი და წამკითხველი. სენსორის მოქმედების ვადა 15 დღეა, ხოლო წამკითხველი მონაცემებს 90 დღის განმავლობაში ინახავს.

საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ცხელი ხაზი. ტექნიკური მხარდაჭერის ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 800 00 80 77, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი მქონე ბავშვები, 2022 წლიდან, ასევე, უზრუნველყოფილები არიან ამერიკულ-ირლანდიური კომპანია Medtronic-ის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაღალტექნოლოგიური სისტემებით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics