15:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 20:25:25, 869 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: სიცრუეა, თითქოს არქიმანდრიტ დოროთეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ვდევნით

სიცრუეა, თითქოს არქიმანდრიტ დოროთეს პოლიტიკური შეხედულებების გამო ვდევნით - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

როგორც არქიმანდრიტი ილიას შემთხვევაში, პირველი შეხვედრა, რომელიც 16 სექტემბერს შედგა არქიმანდრიტ დოროთესთან დაკავშირებით, დამოკიდებულება იყო ერთი და იგივე, რომ მისთვის გვეთქვა იმ გადაცდომების შესახებ, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირებს.

არცერთი შეკითხვა, არცერთი მისდამი გამონათქვამი არ შეხებია მის პოლიტიკურ შეხედულებებს და იმთავითვე, 16 სექტემბრიდან მოყოლებული, ყველაფერი არის სიცრუე, რაც უკავშირდება იმ შინაარსს, რომ თითქოს მას პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დევნიან, შესაბამისად, ამდენი ხანი, ყველაფერი, რაც სართულ-სართულ დააშენეს ამ მხარემ, ყველაფერი არის უსაფუძვლო და მე მივმართავ არქიმანდრიტ დოროთეს, მთლიანად გამოაქვეყნოს ის ჩანაწერი, სრულად, რომ მსმენელმა და მაყურებელმა თავად განსაჯოს, რამდენჯერ იყო იქ ნათქვამი, რომ "შენი შეხედულებები როგორც გინდა ისე წარმოაჩინე, უბრალოდ, იყავი კორექტული კოლეგების და იერარქიის მიმართ".

იმ შემთხვევაში, მამა დოროთეს დაბარება მოხდა კომისიაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხოლო მამა ილიას შემთხვევაში მოცდასაც აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ, იმ დღესვე დაიწერა ის დასკვნა. ასე რომ ცოტა ხანში ეს დასკვნა გამოქვეყნდება და საშუალება გექნებათ, თავად გაეცნოთ. - აცხადებს ჯრამაიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics